„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-პოლონეთის ბიზნეს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21 მარ 2019 0 2286

   

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ საქართველო-პოლონეთის ბიზნეს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართელოში მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთ-საქართველოს სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი მარცინ რუტოვიჩი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბონდო ტაბატაძე და ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინო ჩოლოყაშილმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სახელმწიფოს დაფინანსების მექანიზმები გააცნო. მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორებში პოლონეთთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლონურმა მხარემ მრგვალ მაგიდაში მონაწილეებს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები