ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას გეგმავს

02 მაი 2019 0 2553

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაციის, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს და ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV –ის დელეგაცია მიიღო.

ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის, კერძოდ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას განიხილავენ და საქართველოში ინვესტირებისთვის ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროეტების შესწავლას გეგმავენ.

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ რამდენიმე ქალაქში (საუბარია პეკინსა და შანხაიში) ქართული კულტურისა და ღვინის სახლების მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ბელარუსთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მინსკში შექმნილი „ქართული  სახლის“ მოდელი გააცნო და ამ მიმართულებით ჩინეთის დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმა  „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს ქართული ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თანამედრვე მექანიზმები და საკუთარი გამოცდილება გააცნო.

„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის დელეგაციას ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილეს, ასევე, ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობებისა და ტექნიკური დეტალების შესახებ იმსჯელეს.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები