დავით საგანელიძემ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მე-11 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

31 მაი 2019 0 2638

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მე-11 საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიება თბილისის მერმა კახა კალაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ  ფორუმის დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

„იმისათვის, რომ თბილისი მსოფლიო რუკაზე არა მარტო ისტორიულ, არამედ თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და ინოვაციურ ქალაქად მოინიშნოს, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მაღალტექნოლოგიური საწარმოები, მათ შორის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, სენდვიჩ პანელების საწარმო „პანექსი“, ენერგოეფექტური ბლოკების საწარმო იტონგი, რომლებიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით თბილისში განხორციელდა,  დედაქალაქში მასშტაბური ივესტიციების მოზიდვის, მეწარმეობის ხელშეწყობის, დასაქმების, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და შემოსავლების ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამავდროულად,  „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, იგეგმება ამიერკავკასიაში პირველი ეკო-ქალაქის მშენებლობის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრიაციული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, 2030 წლისთვის თბილისის ზღვის ტერიტორია ნამდვილ ოაზისად გადაიქცევა, სადაც ჰაერის სისუფთავე განახლებადი ენერგიების გამოყენებით შენარჩუნდება“, განაცხადა საგანელიძემ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები