პოლონეთის ბიზნეს კომპანიები საქართველოში ინვესტირებას „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით განიხილავენ

28 ივნ 2019 0 495

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში პოლონეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღო.

დელეგაცის შემადგენლობაში კომპანია “Viando”-ს, „Cosmo.IQ“-ისა და “Global Information Engine”-ის წარმომადგენლები შედიან. ბიზნეს დელეგაციის წევრებმა ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ინვესტირების გეგმები გააცნეს.

პოლონეთის ბიზნეს კომპანიები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროში ინვესტირებით ინტერესდებიან. კერძოდ, მათი სამომავლო გეგმები სოფლის მეურნეობის დარგში ხორცპროდუქტების წარმოებასა და ჯანდაცვის სექტორში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკისა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას უკავშირდება.

„საქართველო არ უნდა განვიხილოთ, როგორც მცირე ბაზრის მქონე ქვეყანა, რადგან ჩვენი ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებთან ჯამში 2,5-მილიარდიან ბაზრებზე წვდომის შეაძლებლობას იძლევა. ადგილობრივი საინვესტციო და ბიზნეს კლიმატი კი ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის“, აღნიშნა შეხვედრაზე დავით საგანელიძემ.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. პოლონეთის ბიზნეს კომპანიები საქართველოში ინვესტირებას „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით გეგმავენ. ბიზნეს დელეგაციის წევრები „საპარტნიორო ფონდს“ შესაბამის ბიზნეს შეთავაზებებს წარმოუდგენენ.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები