„საპარტნიორო ფონდი“ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე

04 ივლ 2019 0 2432

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

ბიზნეს ფორუმი ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილიმა, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

თბილისში გამართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ ფორუმის დამსწრეებისთვის ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მან ყურადღება გაამახვილა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო პროექტებსა და ინვესტირების პრინციპებზე.

ბიზნეს ფორუმი საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები