„საპარტნიორო ფონდი“, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ სტუდენტებს შეხვდა და მათ „სტარტაპ საქართველოს" შესაძლებლობები გააცნო

12 სექტ 2019 0 126

   

„საპარტნიორო ფონდმა“ აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების, მათ შორის, „სტარტაპ საქართველოსა“ და „საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის“ ( GIRDC ) პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.

საქართველოს რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა „საპარტნიორო ფონდის“, როგორც სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისების გააქტიურების მიზნით „საპარტნიორო ფონდი“ ბათუმში  შეხვედრებს მართავს.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აუდიტორიას სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს. სტუდენტებთან ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული დამწყები ბიზნესის განვითარების შესახებ პრეზენტაცია „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მიიღო.

დავით საგანელიძემ სტუდენტებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და რეგიონში არსებულ ბიზნეს შესაძლებლობებზე, მათი იმპლემენტაციის  მექანიზმებზე, ასევე, ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ახორციელებს „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამას და ამ პროექტის ფარგლებში, თითოეულ თქვენგანს შეუძლია იყოს გლობალური პროგრესის ნაწილი, იყოს ინოვაციების, ტექნოლოგიების შემქმნელი და შემოქმედი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ეკონომიკის ხელშეწყობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ჩართული და სახელმწიფოს მხრიდან, შეიქმნას ყველა ის ინსტრუმენტი და პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების რეალიზებაში“, განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები