„ჩვენ შევძლებთ, მსოფლიოს დავანახოთ, როგორი ნაყოფიერი შეიძლება იყოს მეგობრობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და პატარა ქვეყანას შორის“ - დავით საგანელიძე ჩინეთის „CCTV 2“-ის ეთერში

23 ოქტ 2019 0 263

   

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ინტერვიუ მისცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმსხვილეს ტელეარხს „CCTV 2“-ს, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერობებისა და „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროექტში „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა.

„ჩინეთთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებამ ჩვენს ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, რომ აქ წარმოებული პროდუქცია ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე შევიტანოთ, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას განაპირობებს. თავისუფალმა ვაჭრობამ, ასევე, მოგვცა შანსი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოება გადმოვიდეს საქართველოში, რათა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია იყოს ერთგვარი დასაყრდენი საერთაშორისო წარმოებისთვის ჩინეთის ბაზარზე გასასვლელად. თავის მხრივ, ჩინეთიდან დიდია დაინტერესება საქართველოსთან თანამშრომლობით, ვინაიდან ჩინეთის ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირის, დსთ-ის ქვეყნების ბაზრებზე, რომლებთანაც საქართველოს ასევე თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები აქვს“.

ინტერვიუში დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის, ჩვენს ქვეყანას დიდი უპირატესობას აძლევს ევროპისა და აზრიის ქვეყნებთან შედარებით. „მე მაქვს პატივი, ვიყო საქართველოსა და ჩინეთს შორის სამთავრობათშორისო კომისიის ხელმძღვანელი. ეს კომისია კიდევ და კიდევ ახალ ამოცანებს სახავს ორი ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, მნიშნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთის სახელმწიფო რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან, რომელთანაც ჩვენ ერთობლივად ვამუშავებთ პროექტს „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივაში საქართველოს ფუნქციების, როლისა და მისი განვითარების შესახებ. ვფიქრობ, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ, მსოფლიოს დავანახოთ, როგორი ნაყოფიერი შეიძლება იყოს მეგობრობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და პატარა ქვეყანას შორის.“  

„ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს როლის შესახებ საუბრისას, დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთისთვის იქცა ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს პარტნიორად არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ამ პროექტში: „შესაბამისად, ძალიან ბევრი ჩინელი ინვესტორი, მსხვილი სახელწიფო თუ კერძო კომპანია გამოთქვამს ინტერესს, რომ თავიანთი ინვესტიციები სწორედ საქართელოში განახორციელოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

საქართველოში გამართული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დატვირთვის შეფასებისას, დავით საგენელიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ასე აქტიურად გამოეხმაურა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ინიციატივას „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფორუმის შესახებ: „ფორუმი თავდაპირველად პეკინში ჩატარდა, ხოლო საქართველოში წელს უკვე მესამედ იმართება და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ პროექტში ჩართული, არამედ ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებისთვისაც. ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, მაქვს პატივი, უკვე მესამედ ვეწვიო შანხაის, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას და გავმართო შეხვედრები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბიზნეს წრეებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მოუტანს.“

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები