დავით საგანელიძე შანხაიში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

06 ნოემბ 2019 0 206

   

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ ინიცირებულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე  მიიღო მონაწილეობა.

დავით საგანელიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის  ოფიციალურ გახსნას დაესწრო და მის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმები და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები: ხედვა და პერსპექტივები“, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

„საქართველოში გამართული ფორუმიდან „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ამ დრომდე სულ რაღაც ორი კვირაა გასული. ამ პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხვდებოდი ბევრ ჩინურ სამთავრობო თუ ბიზნეს დელეგაციას, მათთან ერთად ვსტუმრობდი საქართველოს კუთხეებს. ის, რომ მე დღეს უკვე აქ ვარ და ვესაუბრები ჩვენს მეგობრებს, ეკონომიკურ პარტნიორებს და პოტენციურ ინვესტორებს ჩემთვის დიდი პატივია. მე, როგორც ქართველს, მაქვს ოპტიმიზმი, რომ საქართველო 20 წლის შემდეგ იქნება არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი განვითარებული, მდიდარი ქვეყანა და ამ შედეგს საქართველო თავისი დიდი პარტნიორის, ჩინეთისა და საუკუნის პროექტის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ დახმარებით მიაღწევს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.     

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ კომპანია „DLG International Trade Group“-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ჩინური მხრიდან საქართველოსთვის ჩინეთის ბაზარზე დასაფუძნებლად საჭირო კონსულტაციების, ადამიანური რესურსისა და მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, ლოჯისტიკის, დისტრიბუციის, შესყიდვა-გაყიდვის მიმართულებით ხელშეწყობასა და დაინტერესებული ჩინური კომპანიების საქართველოში საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიებაში დახმარებას; მეორე მხრივ კი, „საპარტნიორო ფონდი“, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ეცდება ინვესტორის დასახმარებლად სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა ან კოორდინაციულ საკითხებთან დაკავშირებით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. „DLG International Trade Group“ წარმოადგენს მსხვილ სახელწიფო კორპორაციას, რომლის მთავარი საქმიანობა თანამედროვე მომსახურების სფეროში ხორციელდება და ამ მიმართულებით, მსოფლიოს 500 წამყვან კომპანიას შორისაა.

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები