დავით საგანელიძე: „განვიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ დაიმკვიდროს თავი, როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ“

28 იანვ 2020 0 271

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ფორუმი („Energy Week Georgia 2020“) ოფიციალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ასევე, ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.

„ეს კვირეული ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია საკუთარი ენერგეტიკის განვითარება. ის ფაქტი, რომ ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი კომპანიები და საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ენერგოპოტენციალისა და ენერგიის იმპორტის შემცირების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელებენ, ვიმედოვნებ, საკმაოდ დიდი შედეგების მომტანი იქნება. ასე რომ, დღეს ჩვენ განვიხილავთ თემას, თუ როგორ შეიძლება საქართველომ დაიმკვიდროს თავი რეგიონში და არამხოლოდ - როგორც ენერგოგენერაციის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ და ამ მხრივ, საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ ფორუმის მნიშვნელობის შეფასებისას.    

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით „სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერა“, პრეზენტაცია გააკეთა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ და ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ფონდის მიერ ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრა.

ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე, ენერგოუსაფთხოებასა და განახლებადი ენერგიის ათვისებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network“-ი იყო. ღონისძიებას 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 დელეგატი ესწრებოდა. „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული“ 30 იანვარს დასრულდება. 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები