„საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომდგენლებთან გამართა შეხვედრა

07 თებ 2020 0 248

   
„საპარტნიორო ფონდში" საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი და მისიის წევრები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრაზე „საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტმა მისიის წევრებს ფონდის საქმიანობის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
მხარეებმა სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამით გათვალისწინებული „საპარტნიორო ფონდის“ ვალდებულებები განიხილეს. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა სსფ-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტებში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები