საპარტნიორო ფონდი კახეთში „ლოპოტას“ სასტუმროს აფართოებს

03 მაი 2017 0 2654

   

საპარტნიორო ფონდმა  შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან"  პარტნიორთა შეთანხმებასმოაწერა ხელირომელიც  ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებასითვალისწინებს.  ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სასტუმრო კომპლექსის გაფართოება მოიცავს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს,ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზსშატოსრესტორანსკაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს.  „ლოპოტას სასტუმრო ადგილობრივი ბიზნესის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. იგი ერთნაირად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ დამსვენებლებთა შორის. კურორტი ერთნაირადაა დატვირთული წლის ნებისმიერ დროს. საპარტნიორო ფონდისთვის ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიხარია, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, ფონდი ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში განახორციელებს 5,400,000 აშშ დოლარის  ოდენობის ინვესტიციას.  საპარტნიორო ფონდმა ლოპოტაინვესტმენტთან"  ერთად უკვე დააფუძნა ერთობლივი კომპანია - შპს ლოპოტა. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია „სი აი სი" (CIC), მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია - Colliers, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრი" იმუშავებს. სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.  სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. შპსლოპოტა ინვესტმენტმა"  კახეთში, სოფელ ნაფარეულში,ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის -ლოპოტა"  განვითარება 2007 წელსდაიწყო.  დღეის მდგომარეობით, სასტუმრო  10ნომრიანიარომელსაც 180 ადგილიანი საკონფერენციოდარბაზი,  250 პერსონაზე გათვლილი რესტორანიოლიმპიური ზომისღია საცურაო აუზი,სპორტული მოედნები (კალათბურთიფეხბურთიფრენბურთი), მინიგოლფის მოედანი,  ღამის კლუბი, სპა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა აქვს.  სასტუმრო ასევე ავითარებსსაკუთარ მეურნეობასსადაც ბიო პროდუქტების წარმოებას იწყებს.  ამ ეტაპზე დასაქმებულია 160 ადამიანი, საიდანაც 80 ადგილობრივია. ტურიზმის სექტორი საპარტნიორო ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  ამჟამად ფონდი ჩართულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „წინანდალი რედისონის" პროექტის განხორციელებაში, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება,  ფონდშიგანიხილება აბასთუმანსა და მესტიაში სასტუმროების მშენებლობის პროექტები. ფონდი ასევე მუშაობს რამდენიმე რეგიონალური სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე. საპარტნიორო ფონდმა მარტის თვეში გახსნა  3 ვარსკვლავიანი Best Western-ის საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქ. ქუთაისში. მისი მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა 2015 წელს დაიწყო და იგი პირველი ბრენდირებული სასტუმროა იმერეთის რეგიონში. ტურიზმის სექტორში, საპარტნიორო ფონდის მიერ დასრულებული პროექტებია -5 ვარსკვლავიანი „რიქსოს ბორჯომი" ლიკანში, „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში, და მულტიფუნქციური სპა გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები