„სტარტაპ საქართველომ” ღია კარის დღე გამართა

10 თებ 2017 0 1864

   

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტის აპლიკანტებისთვის ღია კარის დღე გამართა, სადაც პროგრამის კოორდინატორების გარდა, „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის მონაწილე სტარტაპერებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. პროგრამის კოორდინატორებმა დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „სტარტაპ საქართველო" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს და მომავალ გამარჯვებულ პროექტებს უახლოეს მომავალში დაასახელებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15  საპარტნიორო ფონდმა პირველ ტურში 36 გამარჯვებული პროექტი სექტემბერში, ხოლო მეორე ტურში 9 პროექტი დეკემბრის თვეში გამოავლინა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს" 65 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი პირველ პროდუქციას მარტის დასაწყისში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს მოამარაგებს. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. „სტარტაპ საქართველო" პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად გამართავს.

 

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები