Shulze Global Investment

ამერიკული კომპანია Schulze Global Investments-ი საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.  კომპანია ორიენტირებულია დაახლოებით 10-დან 20 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაზე. შულც გლობალი გეგმავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობისა და მათი ოპერირების პროცესებთან დაკავშირებული გარემოს დაცვითი პრაქტიკის დანერგვას.

შულც გლობალი წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ქვეყნებზეა ორიენტირებული. დღესდღეობით იგი რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციებს მართავს სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებზე აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში და პარტნიორობს მსოფლიოს პრესტიჟულ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან.