კლინიკების განვითარების კომპანია

კლინიკების განვითარების კომპანია

კომპანიის შესახებ

შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ (“Clinics Development Company” LLC), სს ,,საპარტნიორო ფონდის“ 100% წილობრივი მონაწილეობით, 2017 წლის 27 თებერვალს დაფუძნდა. კლინიკების მართვის კომპანიას საპარტნიორო ფონდისგან საკუთრებაში სამი  საავადმყოფო გადაეცა: 

  • შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“);
  • შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“;
  • სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“).

კომპანიის მიზანი:

კომპანიის საკუთრებაში არსებული კლინიკების  განვითარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 კომპანიის ამოცანები:

  1. კლინიკებში კორპორატიული მმართველობისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესება;
  2. პოტენციური ინვესტორების მოძიება ოპტიმალური საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან, ჯანდაცვის სისტემის ექსპერტებთან, ასევე, საერთაშორისო განვითარებისა და საინვესტიციო ორგანიზაციებთან.