გიორგი დანელია

საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი დანელია სს „საპარტნიორო ფონდში" 2011 წლიდან მუშობს. თავდაპირველად, იგი საინვესტიციო ოფიცერი იყო უძრავი ქონების მიმართულებით და, ძირითადად, სასტუმროების პროექტების განხრით მუშაობდა. 2013 წელს იგი უფროს საინვესტიციო ოფიცრად დაინიშნა და 100$ მილიონზე მეტი საინვესტიციო მოცულობის უძრავი ქონების პორტფოლიოს მართავდა. 

2015-2017 წლებში გიორგი დანელიას საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, 2017 წლის აგვისტოდან კი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 

გიორგი დანელიას გამოცდილება, ასევე, მოიცავს საქართველოს ერთერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაისა“ და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ საქმიანობას. 

2011 წელს დანელიამ მაგდებურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი აიღო, 2009 წელს კი - კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის დიპლომი. ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სადოქტორო ხარისხის კანდიდატი; აგრეთვე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და CFA-ის მესამე დონის კანდიდატი. 

ფლობს ინლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.