ვახტანგ ჯორბენაძე

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ვახტანგ ჯორბენაძე იურიდიული დეპარტამენტის იურისტის თანამდებობაზე „საპარტნიორო ფონდში“ 2013 წლიდან მუშაობს. 

მისი იურიდიულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება მოიცავს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებს. იგი სხვადასხვა დროს საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების იურიდიულ დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, მუშაობდა იურისტად იურიდიულ ფირმა „VBAT“-ში და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიაში. 

ვახტანგ ჯორბენაძემ 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მიენიჭებული მაგისტრის ხარისხი. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, 2011 წელს კი, წარმატებით გაიარა პროფესიული კურსები საერთაშორისო-სამართლებრივ და სამხედრო-სამართლებრივ საკითხებზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საერთაშორისო-სამართლებრივი კვლევების ინსტიტუტში.