გიორგი ხელაია

პროექტების მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

გიორგი ხელაია სს „საპარტნიორო ფონდში“ პროექტების მონიტორინგისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობს.   

ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას ქ. თბილისის მუნიცეპალიტეტის მერიაში მერის მოადგილის პოსტი ეკავა. 

2012-1014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მის საკურატორო სფეროებს წარმოადგენდა: საკონსულო, იურიდიული და ადმინისტრაციული დეპარტამენტები. ამავდროულად, იყო საპარლამენტო მდივანიც. 

2003-2005 წლებში გიორგი ხელაია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.  სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საბანკო სისტემაში და, ასევე, კერძო სექტორში. მათ შორის, 11 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (სავალუტო ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი).   

ამავდროულად, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. მონაწილეობას იღებდა ევროპისა და აშშ-ის ცენტრალური ბანკების, აგრეთვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და კონფერენციებში; კოორდინაციას უწევდა საქართველოში swift-ის საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემის იმპლემენტაციისა და მასში  საქართველოს ბანკების გაწევრიანების პროცესს.  აქტიურად   მონაწილეობდა კონტროლის პალატის სახელმწიფო აუდიტის სამსახურად  რეფორმირების პროცესში.   

2016 -2017 წლებში  ექსპერტის რანგში მიწვეული იყო მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. ასევე, მუშაობდა აუდიტორულ კომპანიაში პროექტის ხელმძღვანელად.   

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.