ნინო ქვარიანი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

ნინო ქვარიანი სს „საპარტნიორო ფონდში“ 2017 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობს.   

2014-2017 წლებში იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობდა  საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკომუნიკაციო  სტრატეგიების მიმართულებით.

2012-2013 წლებში ნინო ქვარიანი საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა.

2011-2012 წლებში იყო მედია ჰოლდინდ „პალიტრა მედიაში“ შემავალი კომპანია „რადიოცენტრ პლუს“-ის დირექტორი

2003-2011 წლებში იყო საკონსულტაციო კომპანია „პიარპოლისის“ დირექტორი

2006-2008 წლებში იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG)-საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის  საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი  და მისი შვილობილი კომპანიის  „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის“ აღმასრულებეილი დირექტორი

1999-2005წწ - ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის  პრეზიდენტი, დამფუძნებელი

ნინო ქვარიანი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა  მაგისტრი, დამთავრებული აქვს საქართველოს მეცნიერების აკადემიის დ. უზნაძის სახელობის  ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1997-2000 წწ  ); იყო ამავე სამეცნიერო  ინსტიტუტის  სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი (1996-1997წწ)

ასევე, ნინო ქვარიანი ტრენიგ-მოდულების  ავტორი და ტრენერია „საზოგადოებასთან ურთიერთობებისა“ და „ლიდერობის ფსიქო-სოციალური მექანიზმების“  მიმართულებით.

1997 წლიდან  კითხულობდა ლექციებს  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში:  ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ამჟამად  ლექციებს  კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობს.