ნათია ლომიძე

მთავარი ბუღალტერი

.

ნათია ლომიძე სს „საპარტნიორო ფონდში“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობს.


მას ფინანსური მიმართულებით მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2003-2006 წლებში მუშაობდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში ფინანსურ მენეჯერად, 2007-2008 წლებში - უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაში მთავარი ბუღალტრად, ხოლო 2009-2011 წლებში სს „საქართველოს რკინიგზაში“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.


დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობით. მიღებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და მართვაში.


გავლილი აქვს ნაფიც ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ACCA) პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა და სხვადასხვა კურსი საგადასახადო აღრიცხვიანობის მიმართულებით.