კონსტანტინე ჭანტურია

რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი
.

კონსტანტინე ჭანტურია „საპარტნიორო ფონდში“ 2014 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად, ფონდში მას საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა, ხოლო შემდგომ რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა.


„საპარტნიორო ფონდში“ მუშაობის დაწყებამდე, კონსტანტინე ჭანტურიას კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა საქართველოს წამყვან ბანკებში, ძირითადად, „საქართველოს ბანკსა“ და ბანკ „რესპუბლიკაში“ (ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“). 2009-2011 წლებში ბანკ „რესპუბლიკაში“ ხელმძღვანელობდა კორპორატიული საკრედიტო ანალიზის სამსახურს, 2005-2009 წლებში „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა უძრავი ქონების ფინანსირების მიმართულებით და ბანკის შვილობილ კომპანიაში სალიზინგო მიმართულებას უძღვებოდა.


2014 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ტეხასის უნივერსიტეტიდან მასკის სასტიპენდიო პროგრამით. აშშ-ში 2-წლიანი სწავლის პერიოდში, ასევე, ეწეოდა აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას უნივერსიტეტსა და აშშ-ის კერძო უცხოურ საინვესტიციო კორპორაციაში (OPIC).
2002 და 2004 წლებში მიენიჭა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად ეწევა აკადემიურ საქმიანობას.