ნათია თურნავა

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2013 წელს  დაინიშნა. 

ამ პოსტის დაკავებამდე, იგი 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძო და საჯარო სექტორებში; იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი და ჯგუფის შვილობილი კომპანიის, საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. მისი ხელმძღვანელობით, 2007 წლიდან კორპორაციის გაყიდვები 55%-ით, ელექტროენერგიის გამომუშავება შვიდჯერ და სიმძლავრე თორმეტჯერ გაიზარდა.   

მსხვილ კორპორაციებში მოღვაწეობამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა და იმ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმების დიზაინსა და განხორციელებაში მონაწილეობდა, რომლებმაც საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2007 წ.) და მსოფლიოს პირველი რეფორმატორის სტატუსი (მსოფლიო ბანკი, 2006 წ.) განაპირობა. 

მისი სამუშაო გამოცდილება, ასევე, მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში: საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახური (1999 წ.), თბილისის საკრებულო (1998-2000 წწ.), სახელმწიფო კანცელარია (1997-1998 წწ.). 

ნათია თურნავა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს (1994 წ.) და მეცნიერ-მუშაკის სამუშაო გამოცდილებას საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში (1994-1996 წწ.). მან გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. იგი 2014 წლის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის კანდიდატია; დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას.