უძრავი ქონება

საპარტნიორო ფონდის უძრავი ქონების პორტფელის მიზანია სასტუმროებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ სფეროში დიდი საინვესტიციო შესაძლებლობებია საქართველოს ბუნებრივი, გეორგაფიული და კლიმატური პირობების, ასევე მდიდარი კულტურული მიემკვიდრეობის და ტურიზმის და საკურორტო ინდუსტრიის განვითარების დიდი პოტენციალის გათვალისწინებით. უძრავი ქონების სექტორის განვითარება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სწრაფი განვითარების საფუძველია. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და განვითარებული ტურისტული ქვეყნის და მთავარი რეგიონული ტურისტული დანიშნულების ადგილის ნიშა დაიკავა, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის (სათხილამურო), სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული თუ სხვა სახის კურორტების მიმართულებით. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა. მაგალითად, 2012 წელს ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 4.4 მილიონი, ხოლო 2013 წელს 5.4 მილიონი შეადგინა. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ურბანულ რეგენერაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის და ურბანული საზოგადოებრივი სივრცის რეაბილიტაციაზე, ქმნის საქართველოს უძრავ ქონებაში და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაბამის პირობებს. დიდია საინვესტიციო შესაძლებლობები (როგორც სრულიად ახალი, გაუკვალავი, ისე უკვე არსებული), როგორც დედაქალაქ თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში. მთავრობის მნიშვნელოვანი ინვესტიციები სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელს უწყობს კერძო ინვესტიციების ჩადებას უძრავ ქონებასა და ურბანულ განახლებაში, მათ შორის სასტუმრო ბიზნესში და უძრავი ქონების ინფრასტრუქტურაში, საზღვაო, სათხილამურო კურორტებთან, საღონისძიებო ტურზმთან, ეკო-ტურიზმთან, სათავგადასავლო ტურიზმთან, სასოფლო, მეღვინეობის და კულინარულ ტურიზმთან და სხვა ტიპის ტურიზმთან მიმართებაში. საქართველო სწრაფად ხდება რეგიონალური ეკონომიკის ცენტრი, რომელიც რეგიონალურ დონეზე ბიზნესის წარმოების პლატფორმას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საღონისძიებო ტურიზმის მნიშვნელობას და თავის მხრივ, სასტუმროებისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას წარმოშობს. ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მთავრობის აქტიური და მრავალმხრივი ძალისხმევის შედეგად სასტუმროს და უძრავი ქონების სეგმენტები სწრაფად იზრდებიან და მრავალმხრივ კერძო საინვესტიციო შესაძლებლობას შეიცავენ.

საპარტნიორო ფონდის ჩართულობა სასტუმრო და უძრავი ქონების ინფრასტრუქტურაში შემოიფარგლება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი სქემებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეგიონულ განვითარებასა და დასაქმებას. გამოცდილი კერძო პარტნიორის არსებობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ფონდი, საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, არ ჩაენაცვლება კერძო სექტორს ამ სეგმენტებში.

პროექტები: