ინვესტირების პრინციპები

ფონდი აფინანსებს კერძო ინვესტორებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

საქართველოს განვითარების ფონდს შეუძლია, განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში საინვესტიციო გეგმით განსაზღვრულ ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებებში;

ფონდი ახორციელებს ინვესტიციებს მხოლოდ კომერციულად მომგებიან პროექტებში;

ფონდი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა კაპიტალში და, ასევე, გასცეს სუბორდინირებული/უპირატესი სესხები;

ფონდის მონაწილეობა პროექტში, იქნება ეს კაპიტალისა თუ სესხის სახით, არ უნდა აღემატებოდეს კერძო ინვესტორის წილს;

ფონდის მიზანია, მიიღოს მონაწილეობა პროექტებში უმცირესი თანამეწილის სახით, საშუალო ან გრძელვადიანი პერსპექტივით, ხოლო როდესაც პროექტი გახდება მდგრადი, ფონდი გამოდის თანამონაწილეობიდან.

ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებია:

  1. მაღალტექნოლოგიური და ეკომეგობრული წარმოება;
  2. ინოვაციური წარმოება და დამწყები საწარმოები (სტარტაპები);
  3. ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;
  4. იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალის მქონე ადგილობრივი წარმოება;
  5. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის (გარდა სათამაშო ბიზნესისა) განხორციელება, რომელშიც საქართველოს ეკონომიკას, სხვა ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, ფარდობითი უპირატესობა აქვს.

პროექტის შერჩევის კრიტერიუმები:

პარტნიორს უნდა ჰქონდეს ფინანსური რესურსი კაპიტალის სახით პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად;

წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება (ბაზრის კვლევა);

ფონდის თანამონაწილეობა უნდა იყოს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარისა;

ფონდის წილი არ უნდა იყოს პროექტის კაპიტალის 49%-ზე მეტი;

ფონდის წილი არ უნდა იყოს ამ პროექტის ღირებულების 30%-ზე მეტი;

პროექტიდან ფონდის გასვლა შესაძლებელი უნდა იყოს 5-7 წლის განმავლობაში.

 

სამუშაო პოლიტიკა და პროცედურები

ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელია: 1) კერძო ინვესტორის ან 2) ფონდის ინიციატივით.

1) კერძო ინვესტორს აქვს პროექტი და სურს, მოიზიდოს ფინანსები.

ფონდისგან კაპიტალის მოზიდვის სურვილის შემთხვევაში, ინვესტორმა პირველ რიგში, უნდა გაიაროს შემდეგი 3 ეტაპი:

2) საქართველოს განვითარების ფონდმა განსაზღვრა საინვესტიციო შესაძლებლობები და სურს, მოიზიდოს ინვესტორი პროექტში მონაწილეობისთვის.

პროექტმა უნდა გაიაროს 3 ეტაპი:

 

ფონდის საქმიანობა

სს „საქართველოს განვითარების ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც ფუნქციონირებას აგრძელებს სს „საპარტნიორო ფონდის“ ბაზაზე, რომელიც დაარსებულია 2011 წელს.  

ფონდის მთავარი მიზანია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

ფონდის საქმიანობის მიზნებია:

  1. კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;
  2. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;
  3. ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით;
  4. ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;
  5. განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

 

„საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობა

ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია ადგილობრივი და უცხოური ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით.

ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსებაში გამოიხატება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში, სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით.

ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 49%-ს, ფონდის თანამონაწილეობა უნდა იყოს არანაკლებ 3 მილიონი ლარი და ფონდის წილი არ უნდა იყოს ამ პროექტის ღირებულების 30%-ზე მეტი.

 

პროექტის იდეის გენერირება და ინიცირება შესაძლებელია მოხდეს:

კერძო ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე ან ფონდის მიერ. პირველ შემთხვევაში, ინვესტორი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ფონდი განიხილავს. მეორე შემთხვევაში, ფონდი თავად ეძებს კერძო ინვესტორს კონკრეტული პროექტისთვის, წინასწარ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე.

 

ჩვენი უპირატესობები:

სტრატეგიის ფუნდამენტური ასპექტები

„საქართველოს განვითარების ფონდი" აწარმოებს პროექტის სიღრმისეულ ანალიზს (ფინანსური ანალიზი, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი, სტრატეგიის რელევანტურობა, მმართველი გუნდის უნარი, განახორციელოს შეთანხმებული სტრატეგია).

 

სფეროს ექსპერტული ცოდნა

სპეციფიკურ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველჰყოფს „საქართველოს განვითარების ფონდის" გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ სექტორების შესახებ.

 

 სტაბილურობა

„საქართველოს განვითარების ფონდის" საშუალო და გრძელვადიანი თანამონაწილეობა პროექტებში წინასწარ განსაზღვრული პირობებით.