„საქართველოს განვითარების ფონდმა“ ჰონგ-კონგის ფინანსურ ჯგუფთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ჰონგ-კონგის ფინანსურ ჯგუფთან გამართეს ონლაინ შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, ფონდის წამომადგენლებმა რეფორმირებული ფონდის სტრატეგიის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ჰონგ-კონგის ფინანსურ ჯგუფი ფონდის მიერ საინვესტიციო პროექტების დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებით დაინტერესდა. მხარეებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზების, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.