„საქართველოს განვითარების ფონდმა“ მსოფლიოში ექსპორტის ერთ-ერთ უმსხვილეს საკრედიტო სააგენტო „Sinosure“-ის დელეგაციას უმასპინძლა

„საქართველოს განვითარების ფონდს“ მსოფლიოში უმსხვილესი ჩინური საკრედიტო სააგენტო „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციას ფონდის მენეჯმენტმა უმასპინძლა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს რეფორმის შედეგად, ფონდში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. აგრეთვე, მან მიმოიხილა საქართველოში ამჟამად არსებული საინვესტიციო გარემო და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი; ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ […]
„საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით, საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

„საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით, საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პარტნიორ შპს „ბლექ სი პეტროლიუმთან“ ერთად პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას […]
„საქართველოს განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმო აშენდება

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ საქართველოში პირველ ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ რადიოფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს, რის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება. რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, სიმსივნის აღმოჩენა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. […]
„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BR Capital-ს უმასპინძლა

„საქართველოს განვითარების ფონდში“ მენეჯმენტსა და საერთაშორისო კომპანია BR Capital-ის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. BR Capital-ი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან მხარს უჭერს Blockchain, Crypto, Web3 ბიზნესებს და მათში ინვესტირებას. კომპანიის გენერალურმა პარტნიორებმა ვლადისლავ მარტინოვმა და ლაუ გეკლერმა ფონდის მენეჯმენტს მიმდინარე პროექტებთან ერთად, WEB 3-ში BR Capital-ის მიერ შემუშავებული ინვესტირების სამსაფეხურიანი მიდგომა […]
საქართველოს განვითარების ფონდსა და ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ასტანაში გამართულ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომას დაესწრო. სხდომის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს განვითარების ფონდსა და ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის მიზანია ორი ქვეყნის სახელმწიფო ფონდს შორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების შექმნა და […]
ბესიკ ბუგიანიშვილი: „საქართველო შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ცენტრი ციფრული კავშირისთვის ევროპასა და აზიას შორის“

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში, მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე, ფორუმში- „ციფრული აბრეშუმის გზის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა. ბესიკ ბუგიანიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ძალას ევრაზიაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კავშირების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს აბრეშუმის გზის […]
„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ შორის შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს განვითარების ფონდი” ბიზნეს ასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მიზანი შესამაბის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა. ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის პრიორიტეტებიდან და საინვესტიციო […]
„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმნეტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად […]
თსუ-ის სტუდენტები სტაჟირების გავლას „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს „საქართველოს განვითარების ფონდში“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზებას, რაც მომავალში მათ პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეთანხმების ფარგლებში, ფონდში სასწავლო პრაქტიკას წელიწადში […]
“საქართველოს განვითარების ფონდმა“ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

“საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაცია საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ქართულ საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან მონაწილეობა მიიღო სესიაში, სადაც საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად კონკრეტული საინვესტიციო სექტორები განიხილეს, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა […]