საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისიდან გურამ დუმბაძე არჩეულ იქნა ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
გურამ დუმბაძე არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე, 11 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
საჯარო აუდიტის ინსტიტუტში უძღვება ტრენინგებს - რისკების მართვა სახელმწიფო შესყიდვებში და სისტემური აუდიტი.
აქვს პროფესიულ ტრენინგებსა და პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აუდიტის მეთოდოლოგიის, სახელმწიფო შესყიდვების, საბუღალტრო საქმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებით.