საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა – „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ ერთობლივი პროექტი.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია სამი ტიპის პროდუქციის წარმოება: ნაფტა, მძიმე დიზელი და მაზუთი, რომლებიც გადამუშავების შედეგად გამოიყენება, როგორც ბენზინის მისაღები ნედლეული, საავტომობილო ზეთები და დიზელი, გემების საწვავი, გუდრონი, ბიტუმი და ა.შ.
პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, აშენდება საწარმო, რომლის დადგმული სიმძლავრე იქნება 1.2 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება კალენდარული წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.
ქარხნის სიმძლავრე და გამოშვებული პროდუქტების ნაირსახეობა გაიზრდება ეტაპების მიხედვით. 4 ეტაპისგან შემდგარი პროექტის ჯამური ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის I ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 5 მლნ აშშ დოლარია.
- მდებარეობა: ყულევი, ხობი