რენ-1

ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმო

სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ღირებულება: €9.2 მლნ

საქართველოში პირველი  ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური რადიოფარმაცევტული საწარმო – „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალის“ ერთობლივი პროექტი, რომლის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება.

რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით,  ონკოლოგიური დაავადების აღმოჩენა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. გარდა ამისა, ის იძლევა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მაღალი სიზუსტით დიფერენცირების საშუალებას; შესაბამისად, უზრუნველჰყოფს მთელი რიგი დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 9 მლნ ევროა, საიდანაც „საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობა 1.8 მლნ ევროს შეადგენს.

  • მდებარეობა: თბილისი