
ბექა დარახველიძე
ბექა დარახველიძე სს „საპარტნიორო ფონდს“ 2018 წელს შემოუერთდა უმცროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე.
2019-2020 წლის დეკემბრამდე იკავებდა საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან გახლავთ სს „საპარტნიორო ფონდის“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი.
2017 წელს მან აიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
2020 წელს მან მიიღო კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსების მიმართულებით.
ბექა არის ავტორი ნაშრომისა „საკუთარი კაპიტალის ღირებულების გამოთვლა და მასთან არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები განვითარებად ქვეყნებში“.
ბექა დარახველიძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის კანდიდატი.
ბექა არის Chartered Financial Analyst (CFA)-ის მესამე დონის კანდიდატი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.