
დიმიტრი ხორავა
საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
დიმიტრი ხორავა 2020 წლის აპრილიდან ასრულებს სს „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას.
2015-დან 2019 წლამდე იგი იკავებდა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციას „საპარტნიორო ფონდის" რისკების მართვისა და ანალიტიკურ სამსახურში.
დიმიტრი ხორავას საფინანსო სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2010 წლიდან 2015 წლამდე იგი საერთაშორისო საფინანსო ჯგუფის, „სოსიეტე ჟენერალის“ წევრ ბანკ „რესპუბლიკაში“ მუშაობდა, საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციაზე კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში.
2011 წელს დიმიტრი ხორავამ კავკასიის ბიზნესის სკოლა (ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტი) დაამთავრა.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.