საპარტნიორო ფონდს აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ეწვია
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ლუ ძიენ ჭუნგი, სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი ლი ჭუნგხანგი, აბრეშუმის გზის განვითარების ბანკის დირქტორი თიენ სიკ დევიდი და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდორე ჯემალ ინაიშვილი მიიღო. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა დიდ ინტერესს გამოთქვამს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის შესახებ და მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამყარებას და „აბრეშუმის გზისა" და „ერთი სარტყელი, ერთი გზის" სტრატეგიული პროექტების განვითარებას. ფონდში გამართულ შეხვედრაზე დავით საგანელიძემ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს ჩაის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი და ჩინეთში ღვინის ექსპორტის კონცეფცია წარუდგინა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აბრეშუმის წარმოებისა და რეაბილიტაციის პროექტს. ასევე, საქართველოს უპირატესობას ამ მიმართულებით. საქართველო, იმ უიშვიათესი ქვეყნების რიცხვშია, სადაც აბრეშუმის უძველესი ნიმუშებია შემონახული. ფონდში გამართულ შეხვერდაზე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ლუ ძიენ ჭუნგმა საპარტნიორო ფონდს აბრეშუმის გზის საერთაშორის სავაჭრო პალატის ელექტრონული პლატფორმის შექმნა შესათავაზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული განსაკუთრებული პროდუქტის პოპულარიზაცია. შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა ინიციატივა გუანჭოუს აბრეშუმის გზის კომერციულ საგამოფენო ცენტრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური სტურქტურების გვერდით საპარნტიორო ფონდის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პროექტების დაფინანსებისა და ინვესტიციების მოძიების სხვადასხვა მოდელებზე ისაუბრეს.
0