საპარტნიორო ფონდსა და Beijing FangyuanChint Energy Technical CO.,LTD დაVm Energy LTD შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საპარტნიორო ფონდსა და Beijing FangyuanChint Energy Technical CO.,LTD დაVm Energy LTD შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO.,LTD და Vm Energy LTD მზადყოფნას გამოთქვამენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში. მათი ინტერესის სფერო ენერგეტიკის სექტორია, კერძოდ: ნავთობის და გაზის მოძიება და მოპოვება. „ჩინეთს და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ქვეყანაში უკვე რამდენიმე ათეული ჩინური კომპანია მოღვაწეობს წარმატებით. მიხარია, რომ მათ რიცხვს დღეს კიდევ ორი კომპანია შეემატა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ისინი მზად არაინ რამოდენიმე წელიწადში განახორციელონ 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საძიებო სამუშაოები და აქვთ იმის იმედი რომ ეს საძიებო სამუშაოები გარკვეულ შედეგს გამოიღებს. თუმცა ეს პროცესი დაკავშირებულია ბევრ დაბრკოლებებთან: ლიცენზირება, სერტიფიცირება, გარკვეულ ტერიტორიებზე ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობა და ამიტომ ჩვენ მათთან გავაფორმეთ მემორანდუმი, არამავალდებულებელი, რომლის თანახმადაც ჩვენ მათ გავუწევთ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებში პროექტის განხორციელების მოსამზადებელ ეტაპზე დახმარებას და ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და რეგიონულ ან ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობაში კოორდინაციას. კომპანიის გენერალური დირექტორი ბ-ნი ფუ დალი იყო ჩინეთის ნავთობის დეპარტამენტის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორის მოადგილე, ჩინეთის ჰაინანის ნავთობის პროექტების დეპარტმანეტის დირექტორი. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკის სამინისტროსმიერ გარკვეული ტერიტორიები გამოიყოფა, რომლებზეც აუქციონის წესითკომპანია შეეცდება ლიცენზიის მოპოვებას და შემდგომ საძიებო სამუშაოების ჩატარებას," განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. ჩინური მხარე ვალდებულებას იღებს,რომ ნავთობის და გაზის მოძიების კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს, ბიზნეს გეგმას დაამუშავებს და პროექტის საბოლოო დიზაინს წარმოადგენს.
Beijing Fangyuan Chint Energy Technical CO.,LTD
ჩინეთის უმსხვილესი Drilling and Production Technology Research Institute of Dagang-ის შვილობილი კომპანიაა. Drilling and Production Technology Research Institute of Dagang-ი ოპერირებს მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, მონღოლეთში, ყაზაზეთსა და ყირგიზეთში. კომპანიის საქმიანობის სფერო ნავთობის და გაზის კვლევა-ძიება და მათი მოპოვებაა. იგი აწარმებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბურღვით, სატყეო და სხვა სამუშაოებს და არის ყოვლისმომცველი ნავთობის და გაზის საინჟინრო კომპანია.
0