ჩაის ინდუსტრიაში ინვესტირებით ჩინური კომპანიები ინტერესდებიან

20 ოქტ 2016 0 2039

   

საპარტნიორო ფონდს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ეწვივნენ. ჩინური კომპანიები; Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd -ი და China Agricultural Science amd Technology Entrepreneurship and InnovationLeague The International Committee საქართველოში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას საპარტნირო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განიხილავენ. ფონდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩაის მრეწველობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ჩინურმა მხარემ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილ ბიუჯეტიანი ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო შეთავაზების დეტალები გააცნო. შეხვედრაზე საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტის ფინანსურ მოდელზე იმსჯელეს. ჩინელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს. მხარეებმა საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური გამოყენების, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლების, რეგიონებში დასაქმების, ჩაის დარგვისა და მოვლის კულტურის ამაღლების და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესების საკითზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინეთის მსხვილი კომპანიები საქართველოს, ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანად განიხილავენ. საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ამა წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები