საპარტნიორო ფონდს იტალიური კომპანია SACE წარმომადგენლები ეწვივნენ
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ ფონდში კომპანია SACE -ს წარმომადგენლები მიიღო. SACE იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც კერძო კომპანიებს ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს. 30 წლიანი გამოცდილების მქონე იტალიური კომპანია მსოფლიოს 189 ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრაზე მხარეებმა იტალიურ კომპანია SACE-სა და საპარტნიორო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს და საქართველოს და იტალიის კერძო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის გზები დასახეს. იტალიური კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ამჟამად SACE ტექნიკურ დახმარებას უწევს საპარტნიორო ფონდს ექსპორტის სააგენტოს შექმნის მიმართულებით და ასევე თანამშრომლობს ფონდთან საშენ მასალათა წარმოების ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის დაფინანსების მიმართულებით. SACE იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტს და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას სთავაზობს.
0