„ნენსკრა ჰესის“ ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობა იწყება

06 ოქტ 2016 0 1860

   

„ნენსკრა ჰესის" მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ტემპს იკრებს. იწყება საოპერაციო სოფლის (ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი) მშენებლობა, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი. ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს, ასევე სასაწყობე/საოფისე შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საოპერაციო სოფელში „ნენსკრა ჰესის" მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა ჰესის საკუთრებაში დარჩება. ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს დამატებით გეოლოგიური კვლევები. ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივი. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და გარემოს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა ამ პროექტის მიმართ, თითქმის ამოწურულია. ადგილზე მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის მიღება. შესაბამისი კონტროლი ხორციელდება სამშენებლო სამუშაოების და გარემოს დაცვის უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე, ეს რაოდენობა ჰესის ძირითადი სამუშაოების დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაცულია სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხობაც, უზრუნველყოფილია მათი სამედიცინო მომსახურება" - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. 280მგვტ სიმძლავრის ნენსკრასჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდენგურის შენაკადზე აშენებსრომლის პოტენციურიწლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთიქნებასადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებსხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდებამშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ახორციელებს, რომელსაცინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე. მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),აზიის განვითარების ბანკისა(ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonaldშვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi.  ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები