საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ნიუ-იორკის შემდეგ საქმიან შეხვედრებს ვაშინგტონში განაგრძობს

24 სექტ 2016 0 1951

   

აშშ-ი ოფიციალური ვიზიტით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის კონსულტანტი მირიან გოგიაშვილი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია სამუშაო შეხვედრებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მართავს. აშშ-ი დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიზანი საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ამერიკის საფინანსო და ბიზნეს წრეებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განიხილვაა. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საკითხების კურატორს ალისონ ბრაუნს, დახმარების კოორდინატორს ეილიინ სმიტს, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისის დირექტორს ნატაშა ფრანჩესჩის, ეკონომიკური და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს სტევენ დიოკასს და ევროკავშირისა და რეგიონალური თანამშრომლობის მთავარ ეკონომიკურ ოფიცერს რობერტ გერბერს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-ის საფინანსო ბაზრებიდან საპარტნიორო ფონდისთვის თანხის მოზიდვის საკითხი დაისვა. ფონდის დელეგაციამ საქართველოს საინვესტიციო ბაზარი და ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო სახელმწიფო დეპარტამენტის მონეტარული და პროფესიული გუნდების წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრა შედგა სანქციების პოლიტიკისა და აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ჯეიმი მუდსთან, სადაც მეზობელი ქვეყნების მიმართ სანქციების პირობებში საქართველოში მათთან საქმიანობის შესაძლებლობები შეფასდა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები