„სტარტაპ საქართველოს“ პროექტზე 726 განაცხადია წარდგენილი
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლომაღალტექნოლოგიურ კომპონენტში - 146 პროექტი.მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებსორი კვირის განმავლობაში განიხილავენ „სილიკონ ველის" ექსპერტები, რომლებიცსაქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათპირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიურიბიზნესიდეა. აღნიშნულ კომპონენტში შემოსულია განაცხადები შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება დასხვა. ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.მიღებულია განაცხადები თითქმის ყველა სფეროდან, მათ შორის წარმოება, მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, განათლება, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა. აღსანიშნავია, რომ განაცხადების საკმაოდ დიდი რაოდენობა რეგიონებიდან შემოვიდა. ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელიც შედგება9 წევრისგან, მათ შორის იქნებიან საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ინოვაციური ბიზნესიდეების განხილვა განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე განხორციელდება განაცხადების ზოგადი განხილვა, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეისშესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთან. მეორე ეტაპზე დაიწყება წარმოდგენილი პროექტების არსებითი განხილვა, რაცმოიცავს კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარების და სხვამახასიათებლების შეფასებას. პირველ ეტაპზე მოწონებულ ყველა ბიზნეს იდეაზე მომზადდება პრეზენტაცია და წარედგინება კომიტეტს. საბოლოოდ შერჩეულიგანაცხადები მიიჩნევა კონკურსში გამარჯვებულად. სექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მიზანიახელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელებისპირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურადშექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორცერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამისბენეფიციარი ხდება 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოსფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით, ამასთან,ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.
0