რუხის სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებას „ბელუქსი" იწყებს
რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირებას იწყებს საქართველოში ავეჯისყველაზე დიდიმაღაზიათა ქსელი„ბელუქსი". მაღაზია 200 მ2 განთავსდება და10 ადგილობრივსდაასაქმებს. სავაჭრო ცენტრში ქსელს აფართოვებს მსხვილი ავეჯისმაღაზიათა ქსელი„ემბავუდი", ამ ეტაპზემიმდინარეობს დამატებითი ფართების შიდა სარემონტო და ავეჯითმომარაგების სამუშაოები, მაღაზია სრული დატვირთვით ოპერირებას 10 დღეში დაიწყებსდა ჯამში 400 მ2 იქნება წარმოდგენილი, მაღაზია დამატებით 10 ადგილობრივს დაასაქმებს. ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხისსავაჭრო ცენტრსავეჯისმაღაზია „ემბავუდი" და სუპერმარკეტი „იალჩინი" ერთი თვის წინ შეემატა. ობიექტებზე დამატებით 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა. მულტიფუნქციურცენტრში წარმატებით ოპერირებენ სურსათის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს"ფილიალი, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს პირველადი მოხმარების და სხვაყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს სთავაზობს, საშენმასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის„გორგიას" ფილიალი დაავტოსერვისის ლიდერიკომპანია"თეგეტამოტორსის" მაღაზია და სერვისცენტრი. რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისობრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო,საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლომასალების ჰიპერმარკეტი, ღიატიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა,აფთიაქი და სხვა. კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთოფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთოგანაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტით დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობავენტილაცია/კონდიცირების, თანამედროვე სისტემებით. საპარტნიორო ფონდმარუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერშიდაიწყოდა 2016 წლის იანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყოდასაქმებული. ცენტრის სრულად დატვირთვის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურიცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დამისი ფუნქციონირება საპარტნიოროფონდმაგანხორციელა.
0