„სტარტაპების“ ღია კარის დღე ტექნოპარკში
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით მორიგიღია კარის დღე გაიმართა. „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ დაინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ ტექნოპარკშიშეკრებილი დაინტერესებული პირების შეკითხვებს გასცეს პასუხები. „დამწყები საწარმოების(სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 150-ზე მეტი ბიზნესიდეააწარდგენილი, მათ შორის დიდი ნაწილი რეგიონებიდან. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტგვერდზეwww.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამისფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების მიღება კი 17 ივლისს დასრულდა. წარმოდგენილია სულ 146განაცხადი, რომელთაც 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ „სილიკონ ველის" ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიურიბიზნესიდეა. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. მიღებული განაცხადების განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, შესაბამისადსექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხებისგადარიცხვა სექტემბერში დაიწყება. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთუნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზესახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტისტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოსნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვისესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულდაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხისშეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ანმოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება დამისი წილი კომპანიაში 95% იქნება. მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორებმა პრეზენტაციები სამცხე-ჯავახეთის, შიდაქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭის რეგიონებში გამართეს.
0