„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 100-ზე მეტი განაცხადია წარდგენილი
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 100-ზემეტიბიზნესიდეაა წარდგენილი, მათშორის დიდინაწილი რეგიონებიდან. პროგრამაშიმონაწილეობაზე განაცხადების მიღება 17 ივნისიდან დაიწყო დაგაგრძელდება 31 ივლისისჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციაგანთავსებულია სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი+995 322900030. პროგრამით დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად იმართება ღიაკარისდღე, სადაც ბიზნესიდეის ავტორებს საშუალება აქვთ კითხვა პასუხის რეჟიმში მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. მომდევნო ღია კარისდღეტექნოპარკში 28 ივლისს, 19 საათზე გაიმართება. მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორებმა პრეზენტაციები სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, იმერეთის დარაჭის რეგიონებშიგამართეს. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. მიღებული განაცხადების განხილვა აგვისტოს ბოლომდე დასრულდება, შესაბამისადსექტემბრის დასაწყისში გამოცხადდება გამარჯვებული პროექტების სია. რაცშეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება დათანხების გადარიცხვასექტემბერში დაიწყება. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მიზანია მათვისაც არაქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალურიშანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპისდაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერიმოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროებასაწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულბენეფიციართან ერთადშექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანამოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეაავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვაინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობითდააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთდროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისიწილიკომპანიაში 95% იქნება.
0