საპარტნიორო ფონდის პარტნიორმა კომპანიამ შესაძლოა ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს“ ახლებური ვერსია დააფინანსოს
საპარტნიორო ფონდის პარტნიორმა კომპანიამ შესაძლოა ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს" ახლებური ვერსია დააფინანსოს. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდის InfraPartners Management-ის დაფინანსებით, შესაძლოა 20 წლის შემდეგ, მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს" ახლებური ვერსია გადაიღონ. InfraPartners Management-მა გასულ კვირას საპარტნიორო ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი საქართველოში ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ InfraPartners Management-ი საპარტნიორო ფონდთან და კერძო ინვესტორთან ერთად მწვანე ქალაქის პროექტის დაფინანების შესაძლებლობას განიხილავს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე InfraPartners Management-მა ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის „რაჭა, ჩემო სიყვარულოს" ახლებური ვერსიის გადაღების დაფინანსების სურვილი გამოთქვა, ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში პროექტს ჰოლივუდის სცენარისტებს დაუკვეთავს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სლოვაკური კომპანიის ინიციატივას მიესალმება და თუკი InfraPartners Management-ის იდეა კომერციული პროექტის სახეს მიიღებს და ქვეყნისთვის მომგებიანი პროდუქტი გახდება, არ გამორიცხავს ფონდი პროექტის დაფინანსებაში ჩაერთოს.
0