„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია იმერეთის რეგიონში
„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია იმერეთის რეგიონში გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა ქუთაისში შეკრებილმოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალურიინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით რეგიონებში მოსახლეობისთვის პრეზენტაციების გამართვა 28 ივნისს დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობასთან. პროგრამის მიზანია მათვისაც არაქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები დადაიწყონსაკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური დამაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზეორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას(სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობისსახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლომისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებშიპროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობაგამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაშისაქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთდროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისიწილი კომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა,შევსების წესიდა პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდასპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკისშენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდებაკონკურსის წესით. შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 13 ივლისს ამბროლაურში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღიაკარის დღეზე,რომელიც გაიმართება: 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.
0