"სტარტაპ საქართველოს" პროგრამის პრეზენტაცია გურიის რეგიონში გაიმართა
საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ დამწყებისაწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაცია გურიისრეგიონში გამართა. პროგრამის კოორდინატორებმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობასპროგრამის, მასში მონაწილეობის წესების დაპირობების შესახებ დეტალური ინფორმაციამიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. რამდენიმე ადგილობრივმა საკუთარი ბიზნეს იდეების პრეზენტაცია მოაწყვეს და განაცხადეს, რომ იდეების განსახორციელებლად ისინი მონაწილეობას მიიღებენ პროგრამაში. საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობისპროგრამის" განხორციელება 17 ივნისს დაიწყო. პროგრამის მიზანია მათვისაც არ აქვსფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამისგანხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპებიდაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამისმონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერსპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია"სტარტაპ საქართველო"თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთადშექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანიან მეტიწილისმფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაშიშეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისსააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთდროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვებაპროექტის თანადაფინანსება და მისიწილი კომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისისჩათვლით. განაცხადის ფორმა,შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზეwww.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამისფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელიხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შემდეგ პრეზენტაციასსაპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 12 ივლისს ზუგდიდში, ხოლო 13 ივლისს ქუთაისსა დაამბროლაურში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღიაკარის დღეზე,რომელიც გაიმართება: 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.
0