"სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია ქვემო ქართლში
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" მორიგი პრეზენტაციაქვემო ქართლის რეგიონში გაიმართა. პროგრამის კოორდინატორებმა რუსთავისა დამარნეულში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასშიმონაწილეობის წესების და პირობებისშესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. ქვეყნის სწრაფიგანვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმისფარგლებში, მთავრობის დავალებით, საპარტნიორო ფონდმა დაინოვაციებისდატექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობისპროგრამის"განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია მათ ვისაცარ აქვსფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებულიბიზნეს იდეები დადაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაცინოვაციური დამაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტისტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტიშესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირიან პირთა ჯგუფი,ვისაცაქვსსიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისიგანხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიოროფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალკომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდიკაპიტალის სახითშეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამმოდელით, პროგრამის ბენეფიციარსთანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლომისი ბიზნეს იდეაავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივითანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარსმიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილიერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალურიინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებსმაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროსბენეფიციარს აღარმოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება დამისი წილიკომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან დაგაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამისშესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევეემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაცგანთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი.ასევემოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი+995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 11 ივლისს ბათუმში, 12 ივლისსოზურგეთსა დაზუგდიდში, ხოლო13 ივლისს ქუთაისსა და ამბროლაურში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთინფორმირებისთვის, პროგრამისკოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარისდღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურპარკში.
0