Relais of Thermal Group-ის წარმომადგენლებმა იმერეთის და რაჭის კურორტები დაათვალიერეს

06 ივლ 2016 0 1896

   

ესპანური კომპანია Relais of Termal Group-ის დელეგაციამ, რომელიც საქართველოში ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებით არის დაინტერესებული, დასავლეთ საქართველოს ბალნეოლოგიური ცენტრები მოინახულა. კომპანიის დირექტორმა ფერნანდო ფრაილე გარსიამ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა იმერეთში, წყალტუბოს საკურორტო ზონა და რაჭის ტურისტული კურორტები მოინახულეს. Relais of Termal Group-იმსოფლიოში ცნობილი გამაჯანსაღებელი სპა და ბალნეოლოგიული ცენტრების მფლობელიესპანური კომპანიაა. კომპანიის დელეგაცია საქართველოს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. ესპანელები ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. Relais of Termal Group-ის ვიზიტი საქართველოში ამა წლის აპრილის თვეში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ესპანეთში ყოფნის დროს დაიგეგმა. ესპანეთში ვიზიტის დროს, ფონდის წარმომადგენლები Relais of Termal Group-ის დამფუძნებელს, ესპანეთის ტურიზმის ხარისხის კონტროლის ინსტიტუტისა და ბალნეოლოგიური ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტს მიგელ მირონესს შეხვდნენ.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები