„სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია შიდა ქართლში
საპარტნიორო ფონდმა დასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა გორის უნივერსიტეტში, შიდა ქართლის მოსახლეობისთვის გამართა. „სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ კასრაძემ, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა რეგიონის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამის დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ. საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო.
პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსიგანახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეებიდადაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარსგამოყოფს, რომლითაც ინოვაციური დამაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრომეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ანპირთა ჯგუფი,ვისაც აქვსსიახლეზეორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდისმიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალკომპანიას(სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობისსახით,მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ისოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისიბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულმცირე 45%-იანიშენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანითანხობრივი თანამონაწილოების პირობებშიპროგრამის ბენეფიციარი ხდება50%-იანი ანმეტი წილისმფლობელი ახალკომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობაგამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეისშემთხვევაშისაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარისოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი დაპროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდასპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკისშენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდებაკონკურსის წესით. შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 4 ივლისს თელავში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება: 14 და 28 ივლისს, 19 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში.
0