საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარი გაიმართა

22 ივნ 2016 0 1795

   

საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ძიანგსის პროვინციას და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი გაიმართა. სემინარს პირველი ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე ძიანგსის პროვინციის 35 უმსხვილესი კომპანიისწარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. „სემინარის მიზანი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიას და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება. 2016 წლის მარტში, როდესაც ჩვენი ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში იმყოფებოდა, იქაურ მთავრობას და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაჩნდა იდეა საქართველოში ჩაგვეტარებინა ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობდა ხელს. მიხარია, რომ ჩვენი იდეა განხორციელდა," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. სემინარის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები