დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციის დელეგაციას შეხვდა

21 ივნ 2016 0 1784

   
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძინგსის პროვინციის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას, რომლის წევრებიც ჩინეთის მსხვილი კერძო საინვესტიციო და სახელმწიფო კომპანიების პირველი პირები არიან ძინგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი ხელმძღვანელობს. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ძიანგსის ვიცე გუბერნატორი ლიუ ჩანგ ლინი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოსა ბიზნეს კლიმატს. ჩინური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ინვესტიცია განახორციელოს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ საერთაშორისო, მსხვილმაშტაბიან პროექტებს და სამომავლო გეგმებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრივნციის ვიცე გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან დავით საგანელიძესთან ხვალ დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარის დეტალები განიხილეს. სემინარზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. მოხდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია. საპატიო სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა სამომავლო საინვესტიციო პროექტები ორმხრივ შეხვედრებზე განიხილონ.
სემინარზე განიხილული იქნება ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი, მისი შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და საქართველო-ძიანგსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. აღნიშნული სემინარი საპარტნიორო ფონდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის დროს, ძიანგსის პროვინციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მხარეებს შორის ეკონომიკური ხელშეწყობისა და ურთიერთობებების გაღრმავების მიზნით დაიგეგმა.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები