საპარტნიორო ფონდმა YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის ქარხნის პროექტი დაიწყო

14 ივნ 2016 0 2200

   

საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია Ytong Capital-თან და გერმანულ კომპანია Xella-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და წარმოების სექტორში ახალი პროექტი - იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკის პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს იტონგის ბრენდის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის მშენებლობას თბილისის შემოგარენში, რომელიც აშენდება 2017 წლის ბოლომდე. ხოლო პირველ სერტიფიცირებულ პროდუქციას ქარხანა 2018 წლის დასაწყისში გამოუშვებს. „ეს არის ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების პროექტი, რომელიც 80 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამშენებლო სფეროში, მათ შორის მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას. Ytong-ის ბლოკის დაბალი თბოგამტარობის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა 20-30 პროცენტით დაზოგოს შენობის გათბობა-გაგრილებისათვის საჭირო ენერგიის მოხმარება. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ჩვენს ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება განახლებადი ენერგიის და ენერგოდამზოგავი მასალის გამოყენებისთვის ხელშეწყობა, და ეს პროექტიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება," განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. ბლოკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში მოიპოვება, რაც პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტულს გახდის. Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი თბოგამტარობა 5 ჯერ უფრო უკეთესია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იგი არის ბევრად უფრო მსუბუქი რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობაში გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა და საგრძნობლად დაჩქარდეს სამშენებლო პროცესი. Ytong-ის ბლოკი არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს და არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, რაც დასტურდება ევროპული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერტიფიკატებით. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანა მიზნად ისახავს წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოებას. მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 14 მლნ აშშ დოლარამდეა. საპარტნიორო ფონდთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ქართული კომპანია - Ytong Capital და მსხვილი გერმანული კომპანია - Xella.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები