დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხის სავაჭრო ცენტრში
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რუხისმულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ესტუმრნენ. სავაჭრო ცენტრისდირექტორმა, დავით მაჭავარიანმა ელჩებს ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მისმნიშვნელობაზე ესაუბრა. "პროექტის განხორციელების ძირითადიმიზანი იყო ე.წ.საზღვრის მიღმამცხოვრები მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლებოდათ თავისსაცხოვრებელიადგილიდან მაქსიმალურად ახლოსმიეღოთ საჭირო პროდუქტი დამომსახურება," აღნიშნა დავით მაჭავარიანმა. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭროცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლისსექტემბერში დაიწყო და 2016 წლისიანვარში დაასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრი გაიხსნა გაზაფხულზე და მუდმივად უკვე დაასაქმა 30–მდე ადგილობრივი. კომპანიების სრულყოფილიფუნქციონირებისთვის ფონდმა მიმზიდველი კომერციული დატექნიკური პირობები შექმნა. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო დასაბითუმო, ავეჯისადა ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპისბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურებისობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა,აფთიაქი დასხვა. ცენტრში საკუთარი მაღაზიები უკვე გახსნეს გორგიამ, საგამ, თეგეტა მოტორსმა, ლიბრემ და სხვა. სავაჭრო ცენტრის შუა ნაწილში განთავსებულია ღიაბაზარი, სადაცშესაძლებელია ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერმათ მიერ მოყვანილი სასოფლოსამეურნეო პროდუქტების რეალიზება, ღია ბაზარი სულ 370 დახლს მოიცავს.შენობების საერთო ფართი 10000 მ2-სშეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლოსავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვესისტემებით. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებულიდიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს 28–29 მაისს ეწვივნენ.
0